Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიორენტინამ ინტერს და მილანს მილენკოვიჩის ფასი შეუთვალა

ფიორენტინას უკანახაზელი, ნიკოლა მილენკოვიჩი მილანის და ინტერის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა, თუმცა მისი ხელში ჩაგდებისთვის მილანურ გრანდებს საკმაოდ მსუყე თანხის გადახდა მოუწევთ.

ცოტა ხნის წინ Sport Mediaset-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფიორენტინა მზად არის 22 წლის სერბი ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვას, თუმცა 35 მილიონ ევროზე ნაკლებ წინადადებას არც კი განიხილავს.

მილანს ამ თანხის გადახდა იმ შემთხვევაშიც კი გაუჭირდება, თუ გუნდი ლუკას პაკეტას გაყიდვას მოახერხებს და დიავოლოს მის ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

ინტერი კი მილან შკრინიარის გაყიდვას ცდილობს, თუმცა ნერაძურის მილენკოვიჩის სანაცვლოდ თანხის ერთიანად გადახდა არ სურს და შკრინიარის სანაცვლოდ მიღებული თანხის დაბანდებას ნ’გოლო კანტეს ტრანსფერში აპირებს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მილენკოვიჩი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანურ გუნდებში ვიხილოთ.