Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინამ ისკოს მიმართ ინტერესი უარყო

გუშინ იტალიურ და ესპანურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფიორენტინა მადრიდის რეალის ფეხბურთელის ისკოს ტრანსფერით ინტერესდებოდა.

ამ თემაზე კომენტარი ფიორენტინას დირექტორმა დანიელე პრადემ გააკეთა.

„ჩვენ სატრანსფერო ფანჯარა აქტიურად დავიწყეთ და იკონე-პიონტეკის გაფორმებით გუნდი კარგად გავაძლიერეთ.

„სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და თუ ამის შანსი გვექნება, გუნდს კიდევ გავაძლიერებთ.

„ისკო ? ის უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ვინ არის მისი აგენტი. ჩვენ მისი ტრანსფერით დაინტერესებულები არ ვართ.“