Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინამ იტალიანოზე უარი თქვა და ფონსეკაზე გადაერთო

გატუზოს წასვლის შემდეგ, ფიორენტინა ახალი მწვრთნელის ძიებაშია და ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა, რომ ფლორენციელები სპეციას თავკაცის ვინჩენცო იტალიანოს გუნდში მიყვანაზე მუშაობდნენ.

თუმცა, Tuttomercato-ს ცნობით, ფიორენტინას პრეზდიენტმა როკო კომისომ აზრი კიდევ ერთხელ შეიცვალა და ახლა იტალო-ამერიკელს თავის გუნდში რომას ყოფილი თავკაცის პაულო ფონსეკას ნახვა სურს.

პორტუგალიელი სპეციალისტი ტოტენჰემში მისვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წუთში ყველაფერი ჩაიშალა და ფონსეკა კვლავ უგუნდოდ არის.