Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინამ იუვე უარით გაისტუმრა

იუვენტუსი ფიორენტინას ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და როგორც იტალიურ მედიაში დაიწერა, ტურინელებმა ფლორენციელებს 50 მილიონი ევრო უკვე შესთავაზეს კიდეც.

ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი ფიორენტინასთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და მან იებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება იუარა, ამიტომ უახლოეს პერიოდში ფიორენტინას მისი გაყიდვა მოუწევს.

ამის მიუხედავად, Tuttomercato-ს ინფორმაციით ფიორენტინამ იუვენტუსის წინადადებაზე კატეგორიული უარი თქვა და სერბი ფორვარდის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონს ითხოვს.