Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიორენტინამ კიეზას ფასი დააკლო

ფიორენტინა მზად არის,ფედერიკო კიეზას 70 მილიონის მაგივრად 60 მილიონ ევროდ შეელიოს.

გუნდის სპორტულმა დირექტორმა განაცხადა,რომ თუ ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა მოუნდება,ისინი კიეზას სურვილს წინ არ აღუდგებიან და მას 60 მილიონ ევროდ გაყიდიან.თუმცა,ჯერჯერობით ფედერიკოს გუნდის დატოვების სურვილი ღიად არ გამოუთქვამს.

იუვენტუსის და ინტერის სატრანსფერო სამიზნე გუნდის მესვეურებს მომავალ კვირას შეხვდება და ყველაფერი იქ გაირკვევა.

22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,სადაც 7 გოლი გაიტანა და  5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

Leave a Reply

Your email address will not be published.