Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინამ მილანის, იუვენტუსის და ინტერის სამიზნეს ფასი დაადო

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ფიორენტინამ მსურველებს სერბი ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ფასი შეუთვალა.

21 წლის შემტევი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 17 გოლის გატანა მოახერხა, მინიმუმ 60 მილიონი ევრო ეღირება.

წყაროს ცნობით, იების პრეზიდენტი მზად არის ვლაჰოვიჩი იჯარის წესით გაუშვას, შემდგომში 60 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით სწორედ ისე, როგორც იუვენტუსმა ფედერიკო კიეზა გაიფორმა.

გათიშვა