Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინამ მილანი დაამარცხა და იკონეს ტრანსფერი შეათანხმა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორამციით, ფიორენტინა და ლილი ჯონათან იკონეს ტრანსფერზე საბლოოდ შეთანხმდნენ.

23 წლის მარჯვენა ვინგერის ტრანსფერზე მილანიც მუშაობდა, თუმცა წყაროს ცნობით ფლორენციელები ფრანგული გუნდის მიერ მოთხოვნილი 25 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადეს.

დი მარციოს ინფორმაციით, იკონე ფიორენტინას რიგებს არა ზამთარში, არამედ მიმდინარე სეზონის ბოლოს შეუერთდება.