Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიორენტინამ მილანს წინადადებით მიმართა

ლუკას პაკეტა მილანის რიგებში კატასტროფულ სეზონს ატარებს და მისი გუნდიდან წასვლაზე ხმები არ წყდება.

მილანში ელიოტის გამოჩენის შემდეგ გუნდის ყველაზე ძვირ შენაძენს თავისი მილანური ისტორიის შესაცვლელად 50 დღე დარჩა.აგვისტომდე თამაშები ყოველ მესამე დღეს იქნება და ფეხბურთელს თავის წარმოჩენის საშუალება კიდევ ექნება.

Tuttosport-ის ინფორმაციით,ფიორენტინა და ბენფიკა ფეხბურთელის გაფორმების ინტერესს არ მალავენ.ფიორენტინას ფეხბურთელის 2-წლიანი იჯარით აყვანა სურს,შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.როსონერი იჯარაზე თანახმაა,თუმცა შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.

თუმცა,ბენფიკა მიიჩნევს,რომ პაკეტას ხელფასი ძალიან მაღალია და მათი ინტერესი ნელ-ნელა კლებულობს,რაც ფიორენტინას წისქვილზე ასხავს წყალს,რადგან ფეხბურთელს ჯერჯერობით მეტი რეალური მსურველი არ ყავს.