ფიორენტინამ ნიკოლა მილენკოვიჩს ფასი დაადო

იები მზად არიან,სერბი უკანახაზელი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმონ.მილენკოვიჩის სახელს მილანს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკავშირებენ,როსონერი ალესიო რომანიოლის მეწყვილეს ეძებს.

იტალიური მედიის მტკიცებით,La Viola ფეხბურთელს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება და მისი გაყიდვა მოუწევს.მიმდინარე კონტრაქტი ფეხბურთელს 2022 წელს ეწურება.

ფიორენტინას მილენკოვიჩის გაყიდვით იმედი აქვს,რომ თავიანთი მეკარის – დრაგოვსკის და ნახევარმცველის – გაეტანო კასტროვილის შენარჩუნებას შეძლებენ,ორივე მათგანი მილანის სატრანსფერო სიაშია.

ფიორენტინა ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონს ითხოვს,თუმცა მზად არის,რომ მილენკოვიჩი მილანის ბრაზილიელ ნახევარმცველში,ლუკას პაკეტაში გაცვალოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.