ფიორენტინამ ფეხბურთელს ფასი დაადო,ახლა ჯერი მილანზეა…

როსონერი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ალესიო რომანიოლის პარტნიორის შეძენას გეგმავს და მათი მთავარი სამიზნე ფიორენტინას ცენტრალური მცველი – ნიკოლა მილენკოვიჩია.

ფეხბურთელს ფიორენტინასთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აქვს,თუმცა სერბი უკანახაზელი მის გახანგრძლივებას არ აპირებს.მისი შეძენით რამდნეიმე გრანდი ინტერესდება,თუმცა ყველაზე აქტიური სწორედ მილანია.

ფიორენტინა მზად არის,ფეხბურთელი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.ახლა ყველაფერი მილანზე და რალფ რანგნიკზეა დამოკიდებული,მოინდომებენ თუ ფინანსური კრიზისის დროს 22 წლის ფეხბურთელში ამ თანხის დახარჯვას.

Leave a Reply

Your email address will not be published.