Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიორენტინას ბელოტი უნდა

ფიორენტინას ტორინოს შემტევის ანდრეა ბელოტის გაფორმება უნდა.

ტორინო 26 წლის შემტევის გაყიდვას არ აპირებს და შესაძლო მყიდველების დასაფრთხობად მას ფასად 70 მილიონი ევრო დაადო.

ბელოტი ტორინოში 2015 წელს 8.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და 179 შეხვედრაში 85 გოლის გატანა მოახერხა.

ფიორენტინა 70 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ და თუ ტორინოსთან ფასის დაკლებაზე დიალოგი არ შედგა,მაშინ მის ალტერნატივად მილანის ყოფილი შემტევი კშიშტოფ პიატეკი განიხილება.