Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიორენტინას დალბერტის იჯარის გახანგრძლივება სურს

ფიორენტინას სპორტული დირექტორის,დანიელე პრადეს განცხადებით,გუნდს ჯერჯერობით მომავალი სატრანსფერო ფანჯრის ბიუჯეტი არ მიუღიათ,თუმცა გუნდს ინტერის უკანახაზელის, დალბერტ ენრიკეს შენარჩუნება და მისი იჯარის გახანგრძლივება სურს.

26 წლის ფეხბურთელი იებს გასული სეზონის სტარტზე,1-წლიანი იჯარით შეუერთდა და ფიორენტინას მისი შენარჩუნება იგივე პირობებით სურს.

ფიორენტინადან საპირისპირო მხარეს კრისტიანო ბირაგი წავიდა და მისი იჯარაც სეზონის ბოლოს იწურება.დიდი ალბათობით გუნდები ორივე ფეხბურთელის იჯარას კიდევ ერთი სეზონის გაახანგრძლივებენ.

მარცხენა მცველმა სერია ა-ში 31 შეხვედრა ჩაატარა და თავი 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

Leave a Reply

Your email address will not be published.