Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიორენტინა მწვრთნელს კიდევ ერთხელ შეიცვლის ?

ფიორენტინა მომავალ სეზონში მთავარი მწვრთნელის,ბეპე იაკინის დათხოვნას აპირებს და მის მაგივრად სასუოლოს რობერტო დე ზერბის მიყვანა უნდა.

იტალიური პრესის ცნობით,გუნდი დე ზერბის წელიწადში ანაზღაურების სახით 1.4 მილიონ ევროს შესთავაზებს.

დე ზერბი ფიორენტინასთვის 7 თვეში მესამე მწვრთნელი იქნება.იებმა დეკემბერში ვინჩენცო მონტელა დაითხოვეს და მის მაგივრად იაკინი დანიშნეს.

იტალიელი სპეციალისტს სასუოლოში კარგი შედეგები აქვს და მას დიდი გუნდის ჩაბარებას უკვე დიდი ხანია უწინასწარმეტყველებენ.მისი შემტევი ფეხბურთით ფიორენტინას პრეზიდენტი,როკო კომისო მოხიბლულია.

სასუოლო თავის მხრივ მთავარი მწვრთნელის შენარჩუნებას აპირებს და მას ნაკლებ ხელფასს,თუმცა უფრო გრძელვადიან კონტრაქტს პირდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.