Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინას დირექტორი:“ მილენკოვიჩის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს განვიხილავთ“

ფიორენტინას სპორტულმა დირექტორმა ჯო ბარონემ დაადასტურა, რომ ნიკოლა მილენკოვიჩის გუნდიდან წასვლა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გამორიცხული არა რის.

ახალგაზრდა ცენტრალური მცველის კონტრაქტი იებთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი უკვე თქვა, ამიტომ ფლორენციელებს მისი გაყიდვა მოუწევთ. მისი სახელი მილანს, ინტერს და იუვენტუსს არაერთხელ დაუკავშირეს.

„მილენკოვიჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელსაც კონტრაქტში ერთი წელი აქვს დარჩენილი. ჩვენ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების იმედს არ ვკარგავთ, მაგრამ მის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს აუცილებლად განვიხილავთ და საერთო შეთანხმების შემთხვევაში, მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის.“