Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინას დირექტორმა ვლაჰოვიჩის მომავალზე ისაუბრა

ფიორენტინას გენერალურმა დირექტორმა ჯო ბარონემ ჯენარო გატუზოს ფლორენციაში გატარებულ პირველ დღეებბზე და დუშან ვლაჰოვიჩის მომავალზე ისაუბრა.

„გატუზოსთან ერთად პირველივე დღიდან მოყოლებული ძალიან პროდუქტიულად ვმუშაობთ. ჩვენ სეზონისთვის მოსამზადებელი პროცედურები უკვე დავგეგმეთ და გვსურს, რომ მოდევნო სეზონში გაცილებით მაღალი პოზიციისთვის ვიბრძოლოთ.

„ვლაჰოვიჩი ? მის მიმართ გაზრდილი ინტერესი გასავკირი არ არის, მაგრამ ჩვენ დუშანთან ახალ კონტრაქტზე უკვე ვმუშაობთ და ის გუნდში დარჩება.“