Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინას დირექტორმა ვლაჰოვიჩის მომავალზე ისაუბრა

დუშან ვლაჰოვიჩმა შესანიშნავი სეზონის შემდეგ არაერთი იტალიური თუ ევროპული გრანდის ყურადღება მიიბყრო, თუმცა იების დირექტორის ჯო ბარონეს მტკიცებით, ფლორენციელები მის გაყიდვას არ აპირებს.

„ვლაჰოვიჩი ჩვენი ფეხბურთელია, ის გუნდის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ფიორენტინასთან კიდევ 2 წელი აკავშირებს კონტრაქტი და ახალ ხელშეკრულებაზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ.

„ამ ეტაპისთვის ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე არც ერთ გუნდს არ მოუმართავს და რთული წარმოსადგენია, რომ მან ფიორენტინა დატოვოს, რადგან ჩვენ ამბიციური პროექტი გვაქვს და მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვა არ გვსურს.“