Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინას დირექტორმა ვლაჰოვიჩის მომავალზე ისაუბრა

ფიორენტინას სპორტულმა აგენტმა დანიელე პრადემ დუშან ვლაჰოვიჩის გუნდიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ჯერჯერობით ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ვლაჰოვიჩთან დაკავშირებით. ახლა არ არის ის მომენტი, რომ სატრანსფერო მარკეტზე ვისაუბოთ, ეს არავისთვის სასარგებლო არ იქნება. ვლაჰოვიჩი დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც შესანიშნავი პოტენციალი აქვს და გასაკვირი არ არის, რომ მისით არაერთი გრანდი ინტერესდება.

„ბერარდის ფიორენტინაში შესაძლო ტრანსფერი ? დომენიკო ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ის სასუოლოს ეკუთვნის და მის თაობაზე საუბარი არამართებულია.“