Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინას ვლაჰოვიჩის შენარჩუნება სურს

იტალიურ სპორტულ მედიაში დუშან ვლაჰოვიჩის სახელი აქტუალურობას არ კარგავს და ახალგაზრდა ფორვარდი ბოლო დღეებში მილანს, იუვენტუსს, რომას, ლივერპულს და მანჩესტერ იუნაიტედს დაუკავშირეს.

21 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 15 გოლის გატანა მოახერხა და უამრავი გრანდის ყურადღება დაიმსახურა.

მისი მიმდინარე კონტრაქტი 2023 წელს იწურება, მაგრამ იების პრეზიდენტს როკო კომისოს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს და მომავალში კიეზას სიტუაციის თავიდან ასარიდებლად ვლაჰოვიჩის ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის ჩადებას აპირებს.