Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიორენტინას მილანის ცენტრალური მცველი სურს

იბრაჰიმოვიჩის, ტონალის და დიასის ტრანსფერების მოგვარების შემდეგ, მილანი ფედერიკო კიეზას გაფორმებას ცდილობს და ფიორენტინას ახალი წინადადებით მიმართა. დიავოლომ იებს იტალიელი შემტევის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო და ლუკას პაკეტა შესთავაზა, თუმცა ფლორენციელებისგან კვლავ უარი მიიღო…

ფიორენტინა ცენტრალური ზონის გაძლიერებას არსენალიდან ლუკას ტორეირას დამატებით გეგმავს და პაკეტა ამ ეტაპზე პრიორიტეტული არ არის, თუმცა მათ მილანის ერთი ფეხბურთელი მაინც სურთ და ეს მატეო გაბიაა.

როსონერი 20 წლის ცენტრალურ მცველს ხელშეუხებლად მიიჩნევს, თუმცა თუ მისი დახმარებით კიეზას გაფორმებას შეძლებს, არ არის გამორიცხული, რომ დიავოლომ ახალგაზრდა ცენტრალური მცველის გაშვებაზე თანხმობა განაცხადოს.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, მხარეები ერთმანეთს აღნიშნულ საკითხზე უახლოეს დღეებშ შეხვდებიან და ტრანსფერს განიხილავენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.