Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიორენტინას პეცელას შენარჩუნება სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა გუნდების ინტერესის მიუხედავად ფიორენტინა თავისი კაპიტნის, ხერმან პეცელას გაყიდვას არ აპირებს და ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს უმზადებს.

29 წლის ფეხბურთელის, რომელსაც ბოლო პერიოდში ინტერს და მილანს უკავშირებენ, ფიორენტინასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და იების ხელმძღვანელობას მისი შენარჩუნება მინიმუმ 2024 წლის ბოლომდე სურს.