Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინას პრეზიდენტი:“ ვლაჰოვიჩი იუვენტუსში ? ისინი ჩვენ უნდა გვესაუბრნონ“

ფიორენტინას პრეზიდენტმა როკო კომისომ დუშან ვლაჰოვიჩის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ვლაჰოვიჩი იუვენტუსში ? არ ვიცი, აქვს თუ არა იუვეს იმის შესაძლებლობა, რომ დუშანი იანვარში გაიფორმოს.

„მინდა იუვენტუსს, არსენალს და სხვა დაინტერესებულ გუნდებს ვუთხრა, ვლაჰოვიჩი ფიორენტინას ფეხბურთელია და მათ პირველ რიგში მოლაპარაკებები ჩვენთან უნდა გამართონ, არა მის აგენტებთან.“

იტალიურ მედიაში იწერება, რომ არსენალი და ტოტენჰემი ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 70 მილიონს იხდიან, თუმცა სერბ ფორვარდს ტურინში გადაბარგება სურს…