Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინას პრეზიდენტი:“ ვლაჰოვიჩის კონტრაქტთან დაკავშრებით ძალიან ვღელავ“

ფიორენტინას პრეზიდენტმა როკო კომისომ დუშან ვლაჰოვიჩის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„მე არ ვიცი, მოაწერს თუ არა ხელს ვლაჰოვიჩი ახალ კონტრაქტს. ჩვენ მას შევთავაზეთ 5-წლიანი კონტრაქტი, რომელიც გუნდს საერთო ჯამში 40 მილიონი ევრო დაუჯდება. ეს ფიორენტინას ისტორიაში ყველაზე დიდი კონტრაქტია, რომელიც არც ბატისტუტას და არც რუი კოშტას არ ჰქონიათ.

„დუშანი ჯერჯერობით ჩვენს წინადადებას არ პასუხობს, რის გამოც ძალიან ვღელავთ.“