Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიორენტინას სერია ა-ში ყველაზე მდიდარი მეპატრონე ჰყავს

როკო კომისო იტალიური ფეხბურთის სამყაროში ყველაზე მდიდარი ადამიანია და ის ინტერის მეპატრონეს,ჟანგ ჟინდონგსაც კი უსწრებს.

ფეხბურთის გუნდის ყველაზე მდიდარი მფლობელი ესპანურ რეალ ოვიედოს მესაკუთრე, კარლოს სლიმი გახდა,მისი ქონების საერთო ღირებულება 45.7 მილიარდი დოლარია.

მეორე ადგილზე ფრანგული რენეს მფლობელი ფრანსუა პინოა 38.1 მილიარდი დოლარით და მას უკან ჩელსის მფლობელი,რომან აბრამოვიჩი მოსდევს 15.9 მილიარდი დოლარით.

კომისო ამ სიაში მე-7 პოზიციას იკავებს და სერია ა-ს გუნდების მფლობელთა სიას 9.05  მილიარდი დოლარით ლიდერობს.

იტალიაში ამ მაჩვენებლით მე-2 ადგილზე ჟანგ ჟინდონგია – 7.5 მილიარდი დოლარით.

მილანის ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონი მე-2 ადგილზეა,თუმცა მისი ამჟამინდელი გუნდი მონცა სერია ბ-ში ახლახანს დაწინაურდა.

იუვენტუსის ანდრეა ანიელი, Elliott Management-ის უფროსი პოლ სინგერი და რომას ახალი მფლობელი დენ ფრედკინი მსოფლიოს უმდიდრეს 500-კაციან სიაში ვერ მოხვდნენ.


Leave a Reply

Your email address will not be published.