Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიორენტინას უარი მილანს

მილანი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და მათი პრიორიტეტული ვარიანტი ფიორენტინას უკანახაზელი, ნიკოლა მილენკოვიჩია.

ალესიო რომანიოლისა და მატეო მუსაკოს ტრავმების და გაბიასა და დუარტეს გამოუცდელობის გათვალისწინებით, მილანს დაცვის ზონაში გაძლიერება სჭირდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანმა ფიორენტინას მილენკოვიჩის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. როკო კომისოს ფეხბურთელის გაშვება არ სურს, თუმცა მზად არის, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ სერბ ფეხბურთელს წასვლის საშუალება მისცეს.

გამოცემის ინფორმაციით, მილანი ლუკას პაკეტას გაყიდვას ცდილობს, რის შემდეგაც დიავოლო ფიორენტინას ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს.

Leave a Reply

Your email address will not be published.