Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინა ვლაჰოვიჩთან ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდება…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფიორენტინა დუშან ვლაჰოვიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს და ზაფხულში მისი გუნდიდან წასვლის შანსები იზრდება.

გასულ სეზონში გამორჩეული თამაშის შემდეგ, 21 წლის ტალანტმა ეს წელიც კარგად დაიწყო და 7 მატჩში უკვე 6 გოლის გატანა მოახერხა, რის გამოც მის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის გამო ვერ ხერხდება. სერბი ფორვარდის წარმომადგენელს არ სურს, რომ ეს თანხა 60 მილიონს აღემატებოდეს, როკო კომისოს კი მის გამოსასყიდ თანხად 75-80 მილიონის მითითება უნდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი ფიორენტინასთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, თუ მხარეებმა ზაფხულამდე შეთახმებას ვერ მიღწიეს, ვლაჰოვიჩი ფლორენციულ გუნდს აუცილებლად დატოვებს.