Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინა ვლაჰოვიჩის კონტრაქტში გამოსასყიდ პუნქტს ჩადებს

არაერთი მსუყე წინადადების მიუხედავად, ფიორენტინა 21 წლის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვას არ აპირებს და მეტიც, სერბ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

ვლაჰოვიჩმა გასულ სეზონში სერია ა-ში 21 გოლის გატანა მოახერხა, რითიც არაერთი იტალიური და ევროპული გრანდის ყურადღება დაიმსახურა, მაგრამ Tuttomercato-ს ცნობით, ფლორენციელები მის გაყიდვას ამ ზაფხულს არ აპირებენ.

წყაროს ცნობით, ფიორენტინა ვლაჰოვიჩს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს, რომელსაც ძალა 2025 წლის ზაფხულამდე ექნება და მის გამოსასყიდ თანხად მითითებული 80 მილიონი ევრო იქნება.