Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინა ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ითხოვს…

მილანი და რომა დუშან ვლაჰოვიჩის სიტუაციას ყურადღებით კავირდებიან, თუმცა როგორც ჩანს ფიორენტინა ზაფხულში მის გაყიდვას არ აპირებს და ისეთი ფასი დაადო, რომელიც ყველა შესაძლო მსურველს დააფრთხობს.

იტალიურ მედიაში ვლაჰოვიჩის ფასად ჯერ 50, შემდეგ კი 60 მილიონი ევრო სახელდებოდა, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფიორენტინა 21 წლის სერბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც ვერც ერთი იტალიური გუნდი ვერ მოახერხებს.

წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩის ალტერნატივად ორივე გუნდი ტორინოს კაპიტანს ანდრეა ბელოტის მოიაზრებს, რომელიც დაახლოებით 35-40 მილიონად იქნება ხელმისაწვდომი.