Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინა ვლაჰოვიჩის შენარჩუნებას გეგმავს

ფიორენტინა ბეპე იაკინის მოთხოვნით დუსან ვლაჰოვიჩის გაყიდვას აღარ აპირებს.

რომა, ინტერი და ვერონა 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე რამდენიმე კვირაა მუშაობენ, თუმცა გუნდმა მისი გაყიდვა გადაიფიქრა და ცენტრ-ფორვარდი მომავალ სეზონსაც ფიორენტინაში გაატარებს.

ვლაჰოვიჩი ფიორენტინას რიგებს 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 44 შეხვედრაში 8 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.