Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინა ვლაჰოვიჩს გაოთხმაგებას სთავაზობს…

დუშან ვლაჰოვიჩი სერია ა-ს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია და ახალგაზრდა ფორვარდის გაფორმება არაერთ იტალიურ თუ უცხოურ გრანდს სურს, თუმცა ფიორენტინას სერბი ფეხბურთელის დაკარგვა არ უნდა და მას ახალ კონტრაქტს უმზადებს.

ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი იებთან 2023 წლის ზაფხულში იწურება, Gazzetta dello Sport-ის ცნობით კი როკო კომისოს ხელშეკრულების გახანგრძლივება 2026 წლის ზაფხულამდე სურს, რომლის მიხედვითაც ვლაჰოვიჩის ხელფასი 700,000-დან 3 მილიონამდე გაიზრდება, მისი გამოსასყიდი თანხა კი კონტრაქტის მიხედვით დაახლოებით 80-90 მილიონი ევრო იქნება.