Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინა ვლაჰოვიჩს ზამთარში არ გაუშვებს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის ზამთარში გაფორმების უამრავი მსურველის მიუხედავად, იები სერბი ფორვარდის გაშვებას ზამთარში არ აპირებენ.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ფიორენტინას იმედი აქვს, რომ მიმდინარე სეზონში გუნდი ევროპული საგზურის მოპოვებას მოახერხებს, ამის გაკეთება კი ვლაჰოვიჩის გარეშე გაუჭირდება, ამიტომ გუნდი იანვარში მიღებულ ყველა წინადადებას უარით გაისტუმრებს.

ეს ინფორამცია ყველაზე მეტად იუვენტუსს აძლევს ხელს, რომელიც ზამთარში ბევრი ფულის დახარჯვას არ აპირებს, ზაფხულში კი ბიანკონერის მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნის გაფორმების მეტი შანსი ექნება.