Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინა იუვენტუსის მცველით ინტერესდება

ფიორენტინა და ვესტ ჰემი 23 წლის სერბი ცენტრალური მცველის ნიკოლა მილენკოვიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ და იტალიური მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ახალგაზრდა ფეხბურთელს იებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი იუვენტუსს, ინტერს და მილანსაც დაუკავშირეს, როგორც ჩანს ნიკოლა კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს, ფიორენტინა კი მისი შემცვლელების ძიებაშია.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი, რომელსაც ფიორენტინა განიხილავს, იუვენტუსის დანიელე რუგანი გახლავთ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა იუვეს დემირალის შემდეგ კიდევ ერთი მცველის გაყიდვა.