Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიორენტინა კასტროვილის და პეცელას ახალ კონტრაქტებს უმზადებს

La Repubblica-ს ინფორმაციით, ფიორენტინას წარმომადგენლები გერმან პეცელასა და გაეტანო კასტროვილის აგენტებს უახლოეს დღეებში შეხვდება და შეეცდება, რომ მათთან ახალი კონტრაქტები გააფორმოს და შესაძლო მყიდველები დააფრთხოს.

კასტროვილი ბოლო პერიოდში არაერთ გრანდს დაუკავშირეს, მათ შორის იუვენტუსს, რომას და ინტერს, თუმცა იებს მისი შენარჩუნება სურთ.

მსურველები არც პეცელას აკლია. მისი შეძენის სურვილი რომამ, ნაპოლიმ და ვალენსიამ გამოთქვეს. 29 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი იებთან 2022 წლის ივნისში იწურება და ფიორენტინა ორივე ფეხბურთელს კონტრაქტის კიდევ 2 წლით გახანგრძლივებას და გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.