Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინა ლაციოს ნახევარმცველით ინტერესდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ზაფხულში ფიორენტინა ლაციოს ნახევარმცველის ლუის ალბერტოს გაფორმებას შეეცდება.

წყაროს ცნობით, ფიორენტინას პრეზიდენტი როკო კომისო სეზონის ბოლოს გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს და ვინჩენცო იტალიანოსთან ერთად, სატრანსფერო სამიზნეების ძიებას უკვე შეუდგა.

წყაროს ცნობით, იების სატრანსფერო სიაში ლუის ალბერტო მოწინავე პოზიციას იკავებს, თუმცა რამდენად მოისურვებს ესპანელი ფეხბურთელი ფლორენციელთა რიგებში თამაშს, ამას მოლოდ დრო გვიჩვენებს…