Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიორენტინა პაპუ გომესს 4 მილიონს სთავაზობს…

Corriere di Bergamo-ს ინფორმაციით, ფიორენტინამ იუვენტუსის და ინტერის სამიზნის, პაპუ გომესის გაფორმება სცადა და არგენტინელ ფეხბურთელს სეზონში ანაზღაურების სახით 4 მილიონი შეპირდა, თუმცა უარი მიიღო.

32 წლის ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად ატალანტაში სეზონში 2.5 მილიონ ევროს იღებს, ევროპულ ასპარეზზე სურს თამაში, რაც ფიორენტინაში გადასვლის შემთხვევაში არ გამოუვა.

იუვენტუსი და ინტერი ჯერჯერობით ორად ორი გუნდია, რომლებსაც გომესის სახელს ყველაზე ხშირად უკავშირებენ და იტალიურ მედიას თუ დავუჯერებთ ინტერს პაპუსთან პირადი კონტრაქტის დეტალებიც აქვს შეთანხმებული, თუმცა ნერაძურის მის სანაცვლოდ გადასახდელი 10 მილიონი ევრო არ აქვს და ერიქსენის გაყიდვას ელოდება…