Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიორენტინა: პრანდელი იაკინის ჩაანაცვლებს ?

ჯუზეპე იაკინის დრო ფიორენტინაში დათვლილია და ამ ფაქტს ვერც პარმას წინააღმდეგ მიღწეული გამარჯვება გამოასწორებს, La Nazione-ს ინფორმაციით კი მას ჩეზარე პრანდელი ჩაანაცვლებს.

ფიორენტინამ საწყის 6 ტურში 3-ის წაგება მოახერხა და 7 ქულით სატურნირო ცხრილის  მე-11 ადგილს იკავებს.

ჩეზარე პრანდელი ბოლო პერიოდში ფიორენტინას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი იყო. მან 2009-10 წლებში იები ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრანდელი გუნდს სეზონის ბოლომდე ჩაიბარემს, ზაფხულში კი ფიორენტინა ახალ მწვრთნელს იპოვის. მაურიციო სარი და ლუჩიანო სპალეტი ყველაზე რეალური კანდიდატები არიან.