ფიორენტინა რიბერის კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ფიორენტინა ვეტერან ფრანკ რიბერის კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს და ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
38 წლის ფეხბურთელი ფლორენციელებს 2019 წლის აგვისტოში, ბაიერნში გატარებული 12 წლის შემდეგ შეუერთდა.
მისი მიმდინარე კონტრაქტი ფიორენტინასთან 30 ივნისს იწურება და დიდი ალბათობით ლეგენდარული ფეხბურთელის დრო არტემიო ფრანკიზე ამოიწურა.
ფიორენტინას მომდევნო სეზონიდან დიდი ალბათობით ვინჩენცო იტალიანო ჩაიბარებს და ვეტერანი ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, მის გეგმებში არ შედის.