Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინა ტორეირას გამოისყიდის

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ფიორენტინა ზამთარში ლუკას ტორეირას გამოსყიდვას გეგმავს.

25 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი იების რიგებს არსენალიდან, 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და ფიორენტინას კონტრაქტის მიხედვით მისი გამოსყიდვის უფლება აქვს.

ტორეირა ვინჩენცო იტალიანოს გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, ამიტომ ნიკოლო შირას ინფორმაციით, ფლორენციელები მზად არიან კონტრაქტში არსებული პუნქტი აამოქმედონ და ის 15 მილიონის სანაცვლოდ გამოისყიდონ.