Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფლორენტინო პერესმა დიასის მილანში დაბრუნება დააანონსა ?

იტალიურ და ესპანურ მედიაში უკვე ყველა გავლენიანმა გამოცემამ დაადასტურა, რომ რეალი და მილანი ბრაჰიმ დიასის ტრანფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ამ თემაზე კომენტარი ბლანკოსის პრეზიდენტმა გააკეთა.

„ბრაჰიმმა თავისი უზადო ტალანტი მილანში კიდევ ერთხელ დაგვანახა. თუ ის ჩვენთან რეგულარულ სათამაშო დროს ვერ მიიღებს, კარგი იქნებოდა, თუ ის ამას მილანში გააკეთებდა. ჯერჯერობით ამ თემაზე მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ მისი ასაკის ფეხბურთელისთვის სათამაშო დრო აუცილებელია.”