Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფლორენცის მილანში ტრანსფერი კვირის ბოლომდე გაოფიციალურდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ალესანდრო ფლორენცის მილანში ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია და ის კვირის ბოლომდე როსონერის ფეხბურთელი გახდება.

მილანმა 30 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და მისი გაფორმება უმოკლეს დროში სურს, თუმცა რომას სპორტული დირექტორი ტიაგუ პინტუ ლონდონში იმყოფება, სადაც ჩელსისთან ტამი აბრაჰამის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Calciomercato-ს ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი იტალიაში უახლოეს საათებში დაბრუნდება და მილანთან ფლორენცის ტრანსფერის ბოლო დეტალებს შეათანხმებს, რის შემდეგაც იტალიელი უკანახაზელი როსონერის წევრი გახდება.