Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფლორენცის ოპერაცია ჩაუტარდა

როგორც მოსალოდნელი იყო, მილანის იტალიელ ფეხბურთელს ალესანდრო ფლორენცის ოპერაცია ჩაუტარდა და ის როსონერის დახმარებას დაახლოებით 30 დღის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

ფლორენციმ მარცხენა მუხლზე მენისკის პრობლემის გამო ოპერაცია რომში გაიკეთა და საბედნიეროდ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა. 30 წლის ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პროცედურებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და ნოემბრის დასაწყისში წესით პიოლის განკარგულებაში უნდა იყოს.