Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფლორენცის ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება

მილანის უკანახაზელს ალესანდრო ფლორენცის მენისკის პრობლემის გამო ოპერაცია სჭირდება, რომელიც მას ხვალ ჩაუტარდება.

Sky Sport Italia-ს იფორმაციით, ფლორენცის ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება და მას მინიმუმ ერთი თვე გაუცდება, ამიტომ ის სავარაუდოდ თავისი ყოფილი გუნდის რომას წინააღმდეგ 31 ოქტომბერს ვერ ითამაშებს.

30 წლის ფლორენცი მილანს სეზონის სტარტზე რომადან, იჯარის წესით შეუერთდა და მილანს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს. მან იტალიური გრანდის მაისურით 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.