Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფლორენცის შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს…

გასული სეზონის მსგავსად, მილანს ტრავმიანობა ამ სეზონშიც ბევრ პრობლემას უქმნის და ამჯერად როსონერის შესაძლოა ალესანდრო ფლორენცი საკმაოდ დიდი ხნით გამოაკლდეს.

MilanNews-ის ინფორმაციით, ფლორენცის კვლავ მუხლის პრობლემა აქვს, რომელიც მას უკვე საკმაოდ დიდ იხანია აწუხებს და იტალიელი ფეხბურთელი მომდევნო ტურებში ვერც როსონერის დაეხმარება და ის ვერც იტალიის ნაკრებში მოახერხებს თამაშს.

წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში გადაწყდება, დასჭირდება თუ არა ფლორენცის ოპერაცია, თუ მისი პრობლემის მოგვარება ფიზიოთერაპიით იქნება შესაძლებელი.