Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფლორენცის შეძენა კიდევ ერთ გუნდს მოუნდა

რომას უკანახაზელის, ალესანდრო ფლორენცის შეძენა ლიდს იუნაიტედის, ფიორენტინას, კალიარის, ატალანტას და იუვენტუსის შემდეგ კიდევ ერთ გუნდს – ევერტონს მოუნდა.

29 წლის ფეხბურთელი თავისი უნივერსალურობით არის ცნობილი. მას დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და ამის გარდა, არც ნახევარდაცვაში თამაშია მისთვის უცხო.

ფლორენცი ვალენსიას იჯარის წესით იანვარში შეუერთდა, თუმცა პანდემიის და სხვადასხვა პრობლემების გამო თამაში თითქმის არ მოუწია და რომაში დაბრუნდა.

რომას ყოფილი კაპიტანი პაულო ფონსეკას გეგმებში არ შედის და ჯალოროსი მის გაყიდვას გეგმავს.

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, კარლო ანჩელოტის ევერტონში იტალიელი ფეხბურთელის მიყვანა სურს, რაც მარტივი ნამდვილად არ იქნება, რადგან ფლორენცის მსურველების რიგი უდგას…

Leave a Reply

Your email address will not be published.