Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფლორენცი:“ მილანს ლივერპულის დამარცხება შეუძლია“

მილანის ფეხბურთელმა ალესანდრო ფლორენციმ DAZN-თან სალერნიტანასთან მატჩზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ და მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ. მილანმა კონკურენტების მატჩებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს, ჩვენ საკუთარ თავზე ზეწოლა თავადვე უნდა გავზარდოთ, რადგან ასეთ დროს უკეთ ვთამაშობთ. გუნდი თითოეულ მატჩში ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და მომავალზე ფიქრს თავი დაანებოს.

„კიაერი ? ჩვენ მისი ტრავმის გამო ძალიან ვწუხვართ, ეს მთელი გუნდისთვის დიდი დანაკლისია. მე მას ოპერაციამდე და მის შემდეგაცვესაუბრე და ვუთხარი, რომ თითოეული ჩვენგანი მის დაბრუნებას მოუთმენლად ველოდებით.

„სკუდეტო ? ახლა ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან იქამდე ძალიან დიდი დრო და ბევრი მატჩია დარჩენილი. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგაა. ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იქნება, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ მილანს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, თუ ჩვენ გუნდურად ვითამაშებთ და მწვრთნელის მითითებებს ზედმიწევნით კარგად შევასრულებთ.“