Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფლორენცი მილანში სახლის ძიებაშია

იტალიური მედიის ინფორმაციით, ალესანდრო ფლორენცის მილანში ტრანსფერი დროის საკითხია და იტალიელი ფეხბურთელი მილანში სახლს უკვე ეძებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალესანდრო ჯაკობონეს ცნობით, ფლორენცი ძალიან მალე როსონერის ფეხბურთელი გახდება და მან თავის კარგ მეგობრებს ალესიო რომანიოლის და სიმონ კიაერს მილანში სახლის პოვნაში დახმარება სთხოვა.

წყაროს ინფორმაციით, რომა და მილანი ტრანსფერის ფორმულის საბოლოო დეტალებს აგვარებენ და როსონერის 30 წლის მარჯვენა მცველი საერთ ჯამში 5-5.5 მილიონი დაუჯდება.