Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფლორენცი პსჟ-ს უახლოვდება

რომას უკანახაზელი, ალესანდრო ფლორენცი პსჟ-ში გადასვლასთან ახლოს არის. Gazzetta dello Sport, Sky Sport Italia და Tuttomercato ავრცელებენ ინფორმაციას, რომ იტალიელი ფეხბურთელი ფრანგულ გუნდს იჯარით შეუერთდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ფრანგული RMC Sport იმასაც ამტკიცებს, რომ ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება პარიზში უკვე მომავალ კვირას არის ჩანიშნული და ის ფრანგულ გრანდში ტომას მუნიერს შეცვლის, რომელიც დორტმუნდში გადავიდა.

გლორენციმ გასული სეზონის მეორე ნახევარი ვალენსიაში იჯარის წესით გაატარა, თუმცა ტრავმების და პანდემიის გამო სათამაშო დრო ფაქტობრივად არ მიეცა და რომას დაუბრუნდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.