Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფლორენცი შვეიცარიასთან ვერ ითამაშებს

ალესანდრო ფლორენციმ გუშინ თურქეთთან გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო და შვეიცარიის წინააღმდეგ თამაშს ვერ მოახერხებს.

რობერტო მანჩინის რომას ფეხბურთელის შეცვლა პირველი ტაიმის შემდეგ მოუწია, დღეს კი მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და წვივის პირველი ხარისხის დაზიანება დაუდასტურდა. ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა ფლორენცი ოთხშაბათს თამაშს ვერ მოახერხებს.

მარკო ვერატის რაც შეეხება, მან გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ის შვეიცარიის წინააღმდეგ.