Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფლორენცი:“ ჩვენ ატლეტიკოსთან გამარჯვების მუხტი უნდა გამოვიყენოთ…“

ალესანდრო ფლორენციმ სასუოლოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

გუნდების შემადგენლობები და პირდაპირი ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ.

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა მოდუნების უფლება გვაქვს. პირიქით, ჩვენ ატლეტიკოს დამარცხებით მიღებული ენერგია და ენთუზიაზმი უნდა გამოვიყენოთ, რომ ტიტულისთვის ბრძოლა უფრო შემართებით გავაგრძელოთ.

„წინ ძალიან ღია და ლამაზი მატჩი გველოდება. სასუოლო არ არის გუნდი, რომელიც დაცვაში თამაშს ამჯიბინებს, ამიტომ ჩვენ სივრცეები აუცილებლად გვექნება, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ.

„ჩემი ფიზიკური მდგომაეობა ? ბოლო პერიოდში ძალიან კარგად ვვარჯიშობ. მუხლზე გარკვეული დისკომფორტი მქონდა, რის გამოც დიდი ხანი საუკეთესო თამაშს ვერ ვაჩვენებდი, მაგრამ ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მილანში ჩემს სიტყვას აუცილებლად ვიტყვი.”