ფონესკა:“რომამ მილანს ქულები აჩუქა“

პაულო ფონესკა მილანთან 2 – 0 დამარცხების შემდეგ თავისი გუნდის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავდა.

თამაშის ბედი ანტე რებიჩის ქაოტურ სიტუაციაში გატანილი გოლის და ჰაკან ჩალჰანოღლუს პენალტით გადაწყდა.

„პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ,თამაშის ტემპს ჩვენ ვაკონტროლებდით და მატჩის სადავეები ხელში გვქონდა.

„მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ,მილანმა მაღალი პრესინგის თამაში დაიწყო,თუმცა მას საგოლე მომენტი არ შეუქმნია.ჩვენ ისეთივე შეცდომები დავუშვით,როგორიც სამპდორიასთან და მათ ქულები ვაჩუქეთ.

„მილანმა ჩვენზე მეტი თამაში ჩაატარა და აქედან გამომდინარე,ჩამორჩენის აღმოფხვრა გაგვიჭირდა.მილანს არაფერი შეუქმნია,ჩვენ მათ გოლები და ქულები ვაჩუქეთ.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგ თამაშში გამარჯვებაა.ამ თამაშში ფიზიკურმა მომზადებამ გადაწყვიტა ყველაფერი და იმედი მაქვს,რომ მომავალი შეხვედრისთვის უკეთეს კონდიციებში ვიქნებით.“

Leave a Reply

Your email address will not be published.