Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“კლუვერტი რომას მომავალია“

პაულო ფონსეკამ რომას ხელმძღვანელებს მიმართა და უთხრა,რომ ჯასტინ კლუვერტი გუნდის მომავალია და მისი გაყიდვა შეცდომა იქნება.

რომა კლუვერტის გაშვებას არსენალში აპირებს,სანაცვლოდ კი ჰენრიხ მხითარიანს გაიფორმებს და 30 მილიონ ევროს მიიღებს.

„ჯასტინი მამამისისგან განსხვავდება.პატრიკი უდიდესი ფეხბურთელი იყო და მის შვილსაც აქვს ყველა მონაცემი,რომ მისსავით დიდი გახდეს.

„კლუვერტი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის არის,რომელთა იმედიც გუნდს მომავალში აქვს.“

პორტუგალიელი სპეციალისტის პირველი სეზონი ჯალოროსის სათავეში დასასრულს უახლოვდება.

„რომაში ბედნიერი ვარ.მე მიყვარს ეს გუნდი,ქალაქი და ფანები.ეს უდიდესი გუნდია და აქ დარჩენა დიდი ხნით მსურს.მარტივი არ არის ისეთ გუნდში ადგილის მოპოვება,როგორიც რომაა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.